137 დღეა უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება
137 დღეა უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. საოკუპაციო ძალები დონბასის რეგიონს ისევ ბომბავენ. სარაკეტო დარტყმები ხორციელდება დონეცკის, ხარკოვის, მიკოლაევის მიმართულებით. ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად კონტრ შეტევებზე გადასვლას აანონსებს უკრაინული მხარე. ცნობილი გახდა, რომ ამერიკა უკრაინას 400 მილიონი დოლარის თავდაცვითი დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.
