ქართული ღვინო შტატებში
ქართული ღვინის უფრო მეტი პოპულარიზაცია სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ სტრატეგიის გასახორციელებლად სოფლის მეურნეობის მინისტრი შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავს. მათ შორის მარკეტინგული კომპანია „კოლანჯელო & პარტნერსთან”, რომელსაც 25 წლიანი გამოცდილება აქვს და რომლის დახმარებითაც ამერიკულ ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლება უნდა მოხდეს. რუსა შელია გვიამბობს მინისტრის საქმიან შეხვედრებზე და მათზეც, ვინც ქართული ღვინის გემო ოკენგაღმა უკვე კარგად იცის.
