საარჩევნო ბარიერი
უკვე ორი დღეა ხელისუფლება ოპოზიციას უხსნის, რომ 12-ი 13-ს არ არის, ანუ უფრო რომ გავმარტოთ, მმართველი ძალის მტკიცებით, საარჩევნო ბარიერის თემა შესასრულებელ რეკომენდაციებში გათვალისწინებული არაა. საკითხს საერთოდ სხვაგვარად უყურებს თავად ოპოზიცია, ისინი მიიჩნევენ, რომ ბარიერის თემა შარლ მიშელის შეთანხმებაში წერია და ის რეკომენდაციებშიც იგულისხმება. არიან ისეთები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და ამ სახელისთვის პოლიტიკური ვაჭრობა სრულიად შესაფერისია. თამარ შარიქაძე არკვევდა, რა საკითხები შეიძლება იყოს დღეს სავაჭრო, პოლიტიკაში.
