იაპონია ყოფილ პრემიერს გლოვობს
იაპონია ტრაგიკულად დაღუპულ ყოფილ პრემიერ მინისტრს გლოვობს. შინძო აბეს მკვლელობის ადგილას ათასობით ადამიანი მიდის და ექს პრემიერის ხსოვნას პატივს მიაგებს. ქვეყნის ერთერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსს ქალაქ ნარაში სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს. მძიმედ დაჭრილი ექს პრემიერის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე დააკავა. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე ბუნდოვანია.
