ბათუმში სარაგბო ზეიმი გრძელდება
ბათუმში სარაგბო ზეიმი გრძელდება. მთელი ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარეობს კულტურული, სპორტული, შემეცნებითი ღონისძიებები, რომელიც ხვალ საქართველო იტალიის ისტორიული სარაგბო მატჩით დასრულდება. დღეს ევროპის მოედანზე სუხიშვილების კონცერტი გაიმართება. საქართველოსა და იტალიის ნაკრებებს შორის შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს ტრადიციულად ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.
