რეგიონების სამუსიკო სკოლებისა და სასწავლებლების კონკურსის გამარჯვებულები
საქართველოს რეგიონების სამუსიკო სკოლებისა და სასწავლებლების რიგით მე-11 კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დასკვნითი კონცერტი და დაჯილდოვების ცერემონია პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა. კონკურსში 100-ზე მეტი დამწყები მუსიკოსი მონაწილეობდა. კონკურსი შემოქმედებითი კავშირი “საქართველოს მუსიკალური საზოგადოების“ ორგანიზებით 15,19და 21ივნისს გორში, რუსთავსა და თელავში ჩატარდა. პროექტის მხარდამჭერია კულტურის სამინისტრო.
