გიორგი გაბუნიას შოუს კონცერტი წყალტუბოში
წყალტუბოში გიორგი გაბუნიას შოუს კონცერტი გაიმართა. კონცერტი მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. მწვანე ქალაქმა, რომელიც ახალ სიცოცხლეს ელოდება, უამრავ ადგილობრივ და ჩამოსულ სტუმარს უმასპინძლა. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, ზაფხულის განმავლობაში წყალტუბოში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები გაიმართება, რაც ტურისტულ სეზონს კიდევ უფრო დატვირთულს გახდის.
