„განახლებული რეგიონები“
მარტვილის მუნიციპალიტეტში, პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების პირველი ეტაპით განსახორციელებელი სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამი სკვერის რეაბილიტაცია. სრულდება თავისუფლების ქუჩაზე არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაცია და ტროტუარების მოწყობა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა მხარეთ მცოდნეობის მუზეუმის, საქართველოს ფოსტის, სასტუმროს და მერიის შენობების ფასადებს.
