შვეიცარიული ბანკი „კრედიტ სუისის“ რეიტინგმა მაისში ერთი საფეხურით დაიწია
შვეიცარიული ბანკი კრედიტ სუისის რეიტინგმა მაისში ერთი საფეხურით დაიწია. ბანკის რეიტინგი ჯერ ფიტჩმა დაწია შემდეგ კი ის კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტომ. პერსპექტივა კი უარყოფითიდან, სტაბილურისკენ შეიცვალა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ივანიშვილი კრედიტ სუის უჩიოდა იმ ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა საკუთარი ქონებიდან 400-ს მილიონ დოლარამდე დაკარგა. ბერმუდის სასამართლოში მრავალ წლიანი დავა ბანკმა წააგო. ამას გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც.
