საარჩევნო ბარიერი
ორ პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ოპოზიციის ნაწილი ისევ ულტიმატუმით პასუხობს. სახელისუფლებო გუნდის ოპონენტები ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ ქართული ოცნება საარჩევნო ბარიერს უპირობოდ, კონკრეტული დათქმის გარეშე დაწევს. ევრო კომისიის რეკომენდაციებში საარჩევნო ბარიერის დაწევაზე არაფერია ნათქვამი, ამიტომ მმართველი გუნდია ამბობს, რომ ოპოზიცია 12 პუნქტიან რეკომენდაციაში, საკუთარი ინიციატივით , მეცამეტე პუნქტის დამატებას ცდილობს.
