გარემოვაჭრეები ახალ ბაზარში
გორში, ქართლისა და გურამიშვილის ქუჩებზე გარე ვაჭრობა აიკრძალა. გორის მერიის ინფორმაციით მსუბუქი კონსტრუქციების და დახლების გამოყენებით, ამ ქუჩებზე გარევაჭრობა ხორციელდებოდა, რის გამოც, ტროტუარებზე გადაადგილება შეუძლებელი იყო. საფრთხე ექმნებოდა ქვეითად მოსიარულეებს. მერიამ გარე მოვაჭრეებს ალტერნატიულ ადგილებში საქმიანობის გაგრძელება შესთავაზა. წმინდაწყლის ტერიტორიაზე, ახალ ბაზარში, მერიისა და კერძო მესაკუთრის შეთანხმების შედეგად, გარე მოვაჭრეები ერთი წლის განმავლობაში საქმიანობის გაგრძელებას სიბოლურ ფასად შეძლებენ.
