ვარშავის მსოფლიო თასის გათამაშებაზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა
ვარშავის მსოფლიო თასის გათამაშებაზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. რაპირით ფარიკაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა ირმა ხეცურიანმა. მან ნახევარ ფინალში ამერიკელ სპორტსმენს აჯობა. ფინალურ შეხვედრაში კი ტაილანდელ მოფარიკავესთან დამარცხდა და მეორე ადგილზე გავიდა. ასევე რაპირით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნინა თიბილაშვილმა.
