საქართველო - იტალია
ხვალ, ბათუმში დიდი რაგბია. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იტალიის ნაკრებს შეხვდება. უკვე ცნობილია ორივე გუნდის შემადგენლობები. რაგბის კავშირისა და ადგილობრივი მთავრობის ორგანიზებით მატჩამდე ბათუმში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. საქართველოსა და იტალიის ნაკრებებს შორის შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს ტრადიციულად ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.
