დიდი დიღმის მესამე მიკრო რაიონის დასაწყისში პარკის მოწყობა დასრულდა
დიდი დიღმის მესამე მიკრო რაიონის დასაწყისში პარკის მოწყობა დასრულდა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ტერიტორია, სადაც ძველი სპორტული მოედანი არსებობდა, გასხვისებული იყო და რამდენიმე მესაკუთრე ჰყავდა. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა მოხდა და ტერიტორია ქალაქს დაუბრუნდა. სამუშაოების ფარგლებში, პარკში მოეწყო შადრევანი, ამფი თეატრი, საბავშვო ზონა, ველო ბილიკი, სავარჯიშო და ძაღლების გასასეირნებელი სივრცეები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. პროექტის ღიებულებამ ორი მილიონი ლარი შეადგინა.
