სამართალდამცავებმა ზუგდიდში მამაკაცი დააკავეს
სამართალდამცავებმა ზუგდიდში მამაკაცი დააკავეს, რომელიც შვილების თანდასწრებით ყოფილ ცოლს მოკვლით ემუქრებოდა. შემთხვევა გამსახურდიას გამზირზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი დანით ხელში ქალს მისდევდა, თუმცა პოლიციამ მალევე ადგილზე დააკავა. მათივე ინფორმაციით, მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და გაქცევა სცადა. დაზარალებული ქალი უკვე გამოიკითხა. მომხდართან დაკავშირბით დაწყებულია გამოძიება.
