ევროკავშირი და საქართველო
ბრიუსელში გაიმართა საქართველო ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მეორე თემატური ჯგუფის რიგით მეშვიდე სხდომა. სხდომაზე დადებითად შეფასდა ევრო კავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა და ხაზი გაესვა მნიშვნელოვან პროგრესს ასოცირების შეთანხმების განხორციელების თვალსაზრისით. ასევე, პოზიტიური შეფასება მიეცა ტურიზმის, ინოვაციების, ტექნოლოგიების, მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობის კუთხით მიმდინარე პროგრესს, განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს.
