რამდენიმე ნავთობკომპანიას აქტივები ჩამოერთვა
უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის სახელმწიფო ნავთობ კომპანია "როსნეფტს", კომპანია "გაზპრომსა" და ბირთვული ენერგიის კორპორაცია "როსატომს" ორი მილიარდ 100-ი მილიონი გრივნას ღირებულების აქტივები ჩამოერთვა. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა ამ აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინაში შეჭრის მოსამზადებლად და დივერსიული, სადაზვერვო საქმიანობის დასაფინანსებლად გამოიყენა.
