ომის 136-ე დღე
ომის 136-ე დღე. საოკუპაციო ძალა უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. სარაკეტო დარტყმები ხორციელდება დონეცკისა და ხარკოვის დასახლებულ რაიონებზე, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება. ფრონტის ხაზზე ოკუპანტთა საბრძოლო აქტივობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ამ ფაქტს უკრაინული მხარე რუსული არმიის მძიმე დანაკარგებით ხსნის.
