გიორგი შარაშიძემ გამოძიების დაწყების მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა
გიორგი შარაშიძემ გამოძიების დაწყების მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. შარაშიძის უფლებადამცველმა დღეს პირადი ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტები უწყებას გადასცა, როგორც გელა ნიკალაიშვილმა აღნიშნა მნიშვნელოვანია დადგინდეს როგორ მოხვდა "ტვ პირველის" ხელში პირადი ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტები და რატომ გადასცა ის ჟურნალისტმა შარაშიძეს. ადვოკატის განცხადებით, გამოძიებით კიდევ ერთხელ დადგინდება, რომ ადამიანის პირადი ინფორმაციის ხელყოფა უკანონოა.
