მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილი კელი დეგნანს
"ქართული ოცნებიდან" წასული უფრაქციო დეპუტატების მიმართვა შეერთებული შტატების ელჩს. მმართველი გუნდის ყოფილი წევრები ამჯერად იმ კამპანიის შესახებ საუბრობენ, თუ ვის სურს საქართველოში ომის დაწყება და ქვეყნის სანქციებთან მიერთება, რაც მითივე შეფასებით, საქართველოს ომში ჩართვის რისკს გაზრდის. უფრაქციო დეპუტატები კელი დეგნანს ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციებისგან, საჯაროდ გამიჯვნისკენაც მოუწოდებენ. განცხადება ცოტა ხნის წინ კელი დეგნანმა გააკეთა. ამერიკელი დიპლომატი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ შეერთებული შტატების მიზანი უკრაინაში მიმდინარე ომის სწრაფად დასრულებაა და სიცრუეა განცხადებები იმის შესახებ, რომ თითქოს ვინმეს საქართველოს ომში ჩართვა სურს.
