ფუჭი მოლოდინები ბიძინა ივანიშვილის სანქციებთან დაკავშირებით
საფუძველს მოკლებულია, მოლოდინის შექმნა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ფაქტობრივმა შეზღუდვებმა უფრო მასშტაბური სახე მიიღოს - ასეთია ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის პოზიცია. ვიქტორ ყიფიანი აცხადებს, რომ ივანიშვილის მთელ ფინანსურ აქტივს, შვეიცარიაში ტრასტი მართავს, სხვა ქვეყნებში კი ის ფინანსურ აქტივს არ ფლობს, თუ არ ჩავთვლით აქტივს საქართველოში და საცხოვრებელ სახლს საფრანგეთში. ადვოკატს იმედი აქვს, რომ სამართლებრივი პროცედურები წლის ბოლომდე მოგვარდება.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
