2 წლის ნინა სანდოხაძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელის, ნიკა სანდოხაძის 2 წლის გოგონას, ნინა სანდოხაძეს იშვიათი დიაგნოზი დაუსვეს. მას ჩვენი დახმარება ესაჭიროება. ბავშვის დიაგნოზია - იუვენილური ართრიტი სისტემური დასაწყისით. საქართველოში ჩატარებულმა ოთხთვიანმა მკურნალობამ სამწუხაროდ შედეგი ვერ გამოიღო, პრეპარატებმა გამოიწვია ძლიერი რეაქცია, რამაც პატარა მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა. ნინას სასწრაფოდ ესაჭიროება გერმანიის რევმატოლოგიურ კლინიკაში გადაყვანა, ზუსტი დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობა. გთხოვბთ, სურვილის შემთხვევაში, ჩარიოცხოთ თანხა, ეკრანზე მითითებულ ანგარიშზე.
