ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებით, არაჯანსაღი და საფუძველს მოკლებულია, მოლოდინის შექმნა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ფაქტობრივი შეზღუდვები, ტრასტის შემდეგ, სხვა ქვეყნებშიც გავრცელდეს, რადგან როგორც ვიქტორ ყიფიანი აცხადებს ივაინიშვილის მთელ ფინანსურ აქტივს, ტრასტი მართავს, ხოლო სხვა ქვეყნებში ის აქტივებს არ ფლობს. შესაბამისად, ადვოკატის განმარტებით, საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა ივანიშვილის სანქცირება მოხდეს, საფუძველს მოკლებულია. ყიფიანს იმედი აქვს, რომ ფინანსური წინააღმდეგობა, წლის ბოლომდე მოგვარდება.
