მიმართვა საგამოძიებო სამსახურს
საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი აცხადებს, რომ ტვ პირველის ჟურნალისტმა გიორგი შარაშიძეს სხვადასხვა სახის პირადი ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტები გადასცა, სადაც, როგორც შარაშიძეს, ასევე, სხვა ადამიანების პირადი ინფორმაცია აღმოჩნდა. შაქარიშვილი ტვ პირველის ჟურნალისტის მიერ გადაცემულ დოკუმენტებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს წარუდგენს.
