ცილისწამება მტკიცებულებების გარეშე
ცილისწამება მტკიცებულებების გარეშე. დავით არახამია ისევ საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს. ამჯერად ის რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩის, მაიკლ მაკფოლის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში კონკრეტული ადამიანების მიმართ სანქციებზე მსჯელობას იწყებენ. არახამია დარწმუნებულია, რომ მაკფოლი ბიძინა ივანიშვილს და მის ახლო გარემოცვას გულისხმობდა. მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ თქვეს, რომ დავით არახამია ნაციონალური მოძრაობის ენით საუბრობს, მის ბრალდებებს კი როგორც წესი, მტკიცებულებები არასდროს ახლავს.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
