შალვა პაპუაშვილი ესპანეთის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ესპანეთის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა ესპანეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე.
