საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის, კარლ ნეჰამერის მიწვევით, ვენაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის, კარლ ნეჰამერის მიწვევით, ვენაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იმყოფებიან.
