ელენე ხოშტარია, მილიონობით რუსული რუბლის ჩარიცხვის შესახებ დოკუმენტებს ისევ არ ასაჯაროებს
ელენე ხოშტარია, მილიონობით რუსული რუბლის ჩარიცხვის შესახებ დოკუმენტებს ისევ არ ასაჯაროებს. დღეს დროას ლიდერმა ბრიფინგი გამართა, სადაც კიდევ ერთხელ თქვა, რომ მის რუსულ ფინანებზე ინფრომაცია საჯაროა, და მან ყველა დოკუმენტი, მესამე სექტორს მიაწოდა. როგორც ცნობილია არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელსაც ხოშტარიამ დოკუმენტები გადასცა, მათ საფუძველზე სტატია უნდა მოამზადოს, თუმცა შესაძლოა მასალა ვერც მომზადდეს, ვინაიდან არასამთავრობოში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე დოკუმენტაციას სწავლობენ და მხოლოდ ანალიზის შემდეგაც გაირკვევა, შეძლებს თუ არა ორგანიზაცია სტატიის მომზადებას.
