პარლამენტში, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება დილიდან დაიწყო.
პარლამენტში, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება დილიდან დაიწყო. 12-ტ საათზე გაიმართა საპროცედურო კომიტეტის სხდომა, რომელსაც ოპოზიცია არ დაესწრო. ხელისუფლების ოპონენტები, პროცესს ბოიკოტს უცხადებენ, რასაც მმართველი გუნდი, ვიწრო პარტიულ ინტერესებს უკავშირებს. დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ ნორმატიული აქტების აღსრულების კვლევა ჩატარდება. მიღებული შედეგების შემდეგ კი შემუშავდება კონკრეტული კანონპროექტები. საკანონმდებლო ორგანოში, შეიქმნება ასევე სამუშაო ჯგუფი.
