უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, დავით არახამია ისევ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების კრიტიკისთვის იცლის
უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, დავით არახამია ისევ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების კრიტიკისთვის იცლის. არახამია ამჯერად, ამერიკის ყოფილი ელჩის მაიკლ მაკფოლის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში კონკრეტული ადამიანების მიმართ სანქციებზე მსჯელობას იწყებენ. არახამიას განმარტებით, მაკფოლი თავის განცხადებაში ბიძინა ივანიშვილს და მის ახლო გარემოცვას გულისხმობდა. რაც შეეხება არახამიას განცხადების პოლიტიკურ შეფასებებს თბილისში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ არახამია ნაციონალური მოძრაობის ენით საუბრობს და ის განცხადებებს მტკიცებულებების გარეშე აკეთებს.
