ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს
ამ წუთებში, საკაონმდებლო ორგანოში, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. ოპოზიციიდან მას "მოქალაქეების" დეპუტატი ლევან იოსელიანი, „გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი ანა ბუჩუკური და "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ესწრებიან. პოლარიზაციის შემცირების საკითხი არის ის მთავარი თემა, რომელსაც დეპუტატები განიხილავენ
