საარჩევნო ბარიერი
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, პარლამენტი მიიღებს კანონს, რომ 2024 წლის და მომდევნო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდეს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს. მისივე თქმით, რაც უფრო მაღალია პოლარიზაციის ხარისხი, მით უფრო მაღალი ბარიერის შენარჩუნებაა მიზანშეწონილი, ხოლო პოლარიზაციის შემცირება ბარიერის დაწევასთან დაკავშირებულ რისკსაც სერიოზულად ამცირებს. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მიღებას, პოლარიზაციის შემცირებასა და დაბალი ბარიერის დაწესების მიზანშეწონილობას შორის პირდაპირი ლოგიკური კავშირი არსებობს - თქვა დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ
