საქართველო-ემორის ტუბერკულოზის კვლევის სასწავლო პროგრამის ფარგლებში საქართველო მორიგ კონფერენციას მასპინძლობს
საქართველო-ემორის ტუბერკულოზის კვლევის სასწავლო პროგრამის ფარგლებში საქართველო მორიგ კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიება ამერიკელ და ქართველ მეცნიერებს შორის ტუბერკულოზის შესწავლის სფეროში გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. სასწავლო პროგრამა ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით უკვე ათ წელზე მეტია მოქმედებს.
