გაერთანებულ სამეფოში სამთავრობო კრიზისი გრძელდება
გაერთანებულ სამეფოში სამთავრობო კრიზისი გრძელდება. მინისტრთა კაბინეტში თანამდებობა უკვე 50-მა ადამიანმა დატოვა. ისინი პრემიერ მინისტრ, ბორის ჯონსონს დაუყოვნებლივ გადადგომასა და დედოფლისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ. ბიბისის ინფორმაციით, ბორის ჯონსონი თანამდებობას დღეს დატოვებს. მინისტრების გადადგომა სექსუალურ სკანდალს უკავშირდება, რომლის გამოც ბრიტანეთის პრემიერმა ბოდიში მოიხადა.
