ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს საქართველოს ოკუპაციას
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია და მიიღოს კონსტრუქციული მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებებში. დეკლარაციაში, გამოთქმულია ღრმა მწუხარება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლიდან არსებული მოუგვარებელი კონფლიქტის გამო და ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დებულებების სრულად შესრულების აუცილებლობას, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც გამოიცა 2021 წლის იანვარში. დოკუმენტი გმობს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული ვითარების დეგრადაციას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში
