მესამე სექტორიდან პოლიტიკაში
მესამე სექტორიდან პოლიტიკაში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ შესაძლოა მოძრაობა „შინ, ევროპისკენ“ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდეს. ნიკა სიმონიშვილის განცხადება არ უკვირთ მმართველ გუნდში, რადგან ქართული ოცნების წევრების განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, დიდი ხანია პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს ატარებს. ოპოზიცია კი პრობლემას ვერ ხედავენ.
