ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება
კრედიტ სუისის მიერ კლიენტის მიმართ არსებული ვალდებულებების უპრეცედენტოდ უხეში და განგრძობადი დარღვევების შესახებ იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ განცხადებას ავრცელებს. წერია, რომ ტრასტის მიერ ბენეფიციარის მიმართ არსებული ვალდებულება დღესაც, 3 თვის შემდეგ, კვლავ უგულებელყოფილია. რიგი გარემოებები კი ბიძინა ივანიშვილს აძლევს საფუძველს, დაასკვნას, რომ ბანკის მოქმედებები დაკავშირებულია ქართულ შიდა პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებთან. განცხადებაში ასევე ნათქვამია რომ კლიენტისთვის აშკარაა, რომ ბანკის მოქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება, რომლის დეტალებზეც, საჭიროების შემთხვევაში, თავად ბიძინა ივანიშვილი ისაუბრებს.
