ეპიდემილოგიური ვითარება შედარებით გაუარესდა საქართველოშიც
ეპიდემილოგიური ვითარება შედარებით გაუარესდა საქართველოშიც. ბოლო კვირაში ახალი შემთხვევების რაოდენობამ 2500-ს გადააჭარბა. დადებითობის მაჩვენებლის ზრდის პარალელურად, კლინიკებში მიმართვებმაც მოიმატა. ექიმების თქმით, მსგავსი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ისევ სავალდებულო გახდეს.
