ბრატისლავის „სლოვანსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის 0-0 დასრულდა
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ბრატისლავის „სლოვანსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის 0-0 დასრულდა. ბათუმელებმა მაღალ დონეზე ითამაშეს და გოლის გატანის რამდენიმე შანსიც ქონდათ. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 13 ივლისს ბათუმში 21:00 საათზე გაიმართება.
