„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ ოფიციალურად დასრულებულია
„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ ოფიციალურად დასრულებულია. სპორტის 15 სახეობაში ტურნირები და კულტურული მიმართულების ტურები მოეწყო. ეთნოგრაფიულ მუზეუმში დასკვნით ღონისძიებაზე უნივერსიტეტების წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ. პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას თბილისის მერი, კახა კალაძე დაესწრო. ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და ყოველწლიურად ტარდება. მისი მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.
