დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გადადგომას არ აპირებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ მან თემთა პალატაში გამოსვლისას განაცხადა. „რთულ ვითარებაში ნდობის მანდატით აღჭურვილი პრემიერის მოვალეობა წინსვლის გაგრძელებაა და მე ამას გავაკეთებ,“ - აღნიშნა ბორის ჯონსონმა. ჯონსონის მთავრობა, მის მიმართ პროტესტის ნიშნად, უკვე 30-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა, მათ შორის, ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმაც. მათი გადადგომა „კონსერვატორთა“ პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილეს, კრის პინჩერს უკავშირდება, რომელიც ჯონსონმა, სკანდალური წარსულის მიუხედავად, თანამდებობაზე დანიშნა.
