რუსეთი, ტერიტორიებს შეერთებულ შტატებსაც ედავება
რუსეთი, ტერიტორიებს შეერთებულ შტატებსაც ედავება. სკანდალური განცხადება სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ გააკეთა. ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ ალასკა რუსეთის ნაწილი იყო და რუსეთის ფედერაციას შეუძლია მის დაბრუნებაზე იფიქროს. „როდესაც ისინი დაიწყებენ ჩვენი რესურსების საზღვარგარეთ განკარგვის მცდელობას, უნდა დაფიქრდნენ იმ ფაქტზე, რომ ჩვენც გვაქვს რაღაც დასაბრუნებელი,“-აღნიშნა ვოლოდინმა. დუმის ვიცე-სპიკერი კი ალასკაზე რეფერენდუმის ჩატარების წინადადებით გამოვიდა.
