საპროცედურო კომიტეტის შემდეგ, დღის მეორე ნახევარში შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან გაიმართება
საპროცედურო კომიტეტის შემდეგ, დღის მეორე ნახევარში შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან გაიმართება. გარდა იმისა, რომ შალვა პაპუაშვილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას გაუწევს კოორდინაციას, ქვეყნის პირველი სპიკერი დეპოლარიზაციის პუნქტის შესრულებას თავად უხელმძღვანელებს. პაპუაშვილი, პოლიტიკური ჯგუფების გარდა, მესამე სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდება, თუმცა რადიკალურ ოპოზიციაში ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ, მივიდნენ თუ არა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ოპოზიციური პარტიები კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ.
