ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ბინის მესაკუთრეს ოთხი წლით, ხელოსნებს კი სამ სამი წლით პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ იზიარებს ადვოკატი და აცხადებს, რომ კორპუსის ჩამონგრევა უკანონო მშენებლობებმა გამოიწვია. გამოძიების ინფორმაციით კი, საცხოვრებლის ჩამონგრევა პირველ სართულზე მიმდინარე სამუშაოებს უკავშირდებოდა. ტრაგედია ბათუმში გასული წლის რვა ოქტომბერს მოხდა. 26 - ი მაისის ქუჩაზე კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი დაიღუპა.
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
