ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა დღეიდან ოფიციალურად დაიწყო
ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა დღეიდან ოფიციალურად დაიწყო. პროექტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე განხორციელდება, რომლის იდეის ავტორიც და დამფინანსებელიც ბიძინა ივანიშვილია. პროექტის ღირებულება მილიარდ ევროს შეადგენს. ცენტრი რეგიონში პირველი და უნიკალური საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება იქნება, სადაც სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს თერაპიის ულტრათანამედროვე მეთოდებით უმკურნალებენ. ცენტრი პაციენტების მიღებას 2024-ი წლიდან დაიწყებს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
