მთავრობამ წყალტუბოს აღდგენისა და განვითარების გეგმა წარმოადგინა
„გვაქვს ამბიცია, რომ წყალტუბო - მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის მქონე კურორტი, 21-ე საუკუნის, თანამედროვე კურორტად გადავაქციოთ“ - ეს ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებია. მთავრობამ წყალტუბოს აღდგენისა და განვითარების გეგმა წარმოადგინა. „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ საინვესტიციო პროექტია, რომლის მიხედვითაც 500-ი მილიონი ლარის კერძო ინვესტიცია განხორციელდება და სამი ათას ორასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
სიუჟეტის ავტორი: ნინო ჩუბინიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
