ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა იწყება
ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა იწყება. მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა , საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა და აი ბი ეის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ. ღონისძიებაზე პრემიერ მიისტრი სიტყვით გამოვიდა და რეგიონში უპრეცედენტო და უნიკალური პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ცენტრის მშენებლობას მთლიანად აფინანსებს ფონდი „ქართუ“ და ის, სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია აი ბი ეისთან თანამშრომლობით ფუძნდება. კომპანიამ ადრონული თერაპიის ცენტრისთვის ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი უკვე ააწყო.
