მკვლელობა მარნეულში - დაკავებულია 1 ადამიანი
განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სამართალდამცველებმა წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ერთი ადამიანი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა, 3 ივლისს, მარნეულში ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით ჭრილობები მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ადამიანს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
