4 ივლისს ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე მომხდარ ტრაგედიაში ეჭვმიტანილი დაკავებულია
4 ივლისს ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე მომხდარ ტრაგედიაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ის 22 წლის რობერტ კრიმოა. სროლას ღონისძიებაზე 6 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავებულია. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. რობერტ კრიმომ ცეცხლი უმისამართოდ სახურავიდან გახსნა. პოლიციამ თავდამსხმელი მალევე დააკავა. მომხდარს პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შოკირებულია ძალადობის ფაქტით.