ხუთ ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მძიმე მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა
ხუთ ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მძიმე მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა. ეს იყო დღე, როდესაც საქართველოში მოძალადე ჯგუფები სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მიზანმიმართულად ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმის შედეგად დაშავდა 50 - მდე ჟურნალისტი და ოპერატორი. მათგან ნაწილს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მათ შორის იყვნენ ქრონიკის თანამშრომლები. ხუთი ივლისის საქმეზე ჯამში 30 - მდე ადამიანი დააკავეს, მათაგნ ნაწილს უკვე შეფარდებული აქვს სასჯელი, რომელიც ერთიდან სამ წლამდე ვადით განისაზღვრა.
